პსჟ იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ვერატი ტულუზასთან მატჩის დროს გააძევეს და ასეთი მკაცრი განაჩენი იმით არის განპირობებული, რომ ვერატიმ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მსაჯმა ეს პროტოკოლში დააფიქსირა და საფრანგეთის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა შესაბამისი განაჩენი გამოიტანა. პსჟ აპირებს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, მაგრამ სავარაუდოდ ის უცვლელი დარჩება. ვერატიმ განაცხადა, რომ ის ნანობს თავის საქციელს და მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

