ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეიუეზერმა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს მოუგო. მსაჯმა ბრძოლა მეათე რაუნდზე შეწყვიტა. მეიუეზერმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.
ორთაბრძოლა ლას-ვეგასში გაიმართა. ამ ბრძოლაში მეიუეზერმა 100 მილიონი დოლარი მიიღო, მაკგრეგორმა კი 30 მილიონი. ეს გარანტირებული თანხაა, რომელსაც სპორტსმენები შედეგის მიუხედავად იღებენ. ამ თანხაში არ შედის გამარჯვების გამო მიღებული ბონუსები, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული პროცენტები და ფასიანი ტრანსლირების გადასახადი, რამაც მოკრივეთა შემოსავალი შეიძლება რამდენჯერმე გაზარდოს.
ფლოიდ მეიუეზერმა გამარჯვების შემდეგ კარიეროს დასრულებაზე გააკეთა განცხადება. უნდა არინიშნოს, რომ ამერიკელმა მოკრივემ მანამდე ორჯერ გააკეთა ასეთივე განცხადებები 2007 და 2015 წლებში.
40 წლის ფლოიდ მეიუეზერმა პროფესიულ რინგზე 50 ბრძოლიდან ყველა მოიგო, რითაც ამერიკელი როკი მარჩიანოს რეკორდი მოხსნა. მარჩიანომ 1947-1955 წლებში 49 შეხვედრა მოიგო.
29 წლის მაკგრეგორის ანგარიშზე კი 24 ორთაბრძოლაა, საიდანაც მან 21 მოიგო.
იმედინიუსი

