ბარსელონას მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესი კატალონიურ გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. მესის კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აქვს ბარსელონასთან და ამის მერე ის თავისუფალი აგენტი გახდება, თუ მანამდე ახალი კონტრაქტი არ გაფორმდა.
მესის არ აკმაყოფილებს ბარსელონას სატრანსფერო პოლიტიკა და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, არსებობს შესაძლებლობა, რომ მან ბარსელონა დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მესის ყიდვა მანჩესტერ სიტის სურს, რომელიც მზად არის 400 მილიონი ევრო გადაიხადოს. თვითონ ფეხბურთელს ჯერჯერობით თავის მომავალზე კომენტარი არ გაუკეთებია.

