ნანი კარიერას ლაციოში გააგრძელებს

ნანი კარიერას ლაციოში გააგრძელებსპორტუგალიელი ფეხბურთელი ლუის ნანი კარიერას რომის ლაციოში გააგრძელებს. ნანი უკვე რომში იმყოფება და მან კონტრაქტსაც ხელი მოაწერა. პორტუგალიელი ფეხბურთელის თქმით ლაციოში თამაში მისთვის დიდი პატივია.

” ლაციო ძალიან ამბიციური და ძლიერი კლუბია და ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე. მინდა ამ გუნდის გულშემატკივრები გავახარო და გუნდს სარგებელი მოვუტანო”– განაცხადა ნანიმ.

ლუის ნანიმ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბევრი კლუბი გამოიცვალა, ხოლო საუკეთესო პერიოდი კი მან მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა, სადაც ის კრიშტიანო რონალდუს გვერდით თამაშობდა.