ბარსელონას ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი, ოთხშაბათს ბრაზილიაში ჩავა და რამდენიმე დღეს სამშობლოში გაატარებს. სავარაუდოდ სწორედ იქ მიიღებს ნეიმარი საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ სად გააგრძელოს თავისი კარიერა, პსჟ-ში, თუ ბარსელონაში.
ფრანგული პსჟ მზად არის, ნეიმარის ტრანსფერში 222 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ბრაზილიელს ჯერ საბოლოო თანხმობა არ მიუცია. არ არის გამორიცხული, რომ ნეიმარი ბარსელონაში დარჩეს და პსჟ-ს იმედებს ცივი წყალი გადაასხას.
ნეიმარი ბარსელონაში 2013 წლიდან თამაშობს.

