ნეიმარი პსჟ-ში ბედნიერია

ნეიმარი პსჟ-ში ბედნიერიაბრაზილიელმა სუპერ ვარსკვლავმა ნეიმარმა პსჟ-ში ძალიან კარგი სტარტი აიღო და 2 შეხვედრაში, მან უკვე 3 გოლის გატანა მოახერხა.

განსაკუთრებით ლამაზი ტულუზას კარში გატანილი გოლი აღმოჩნდა, რომლის დროსაც ნეიმარმა მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და შემდეგ ძლიერი დარტყმით ტულუზას კარი აიღო.

მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ პსჟ-ში ის თავს კარგად გრძნობს და შეეცდება, მომავალში კიდევ უფრო უკეთესი შედეგი აჩვენოს. ნეიმარმა ბარსელონას ხელმძღვანელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ კატალონიური გუნდი უკეთეს პრეზიდენტს იმსახურებს.