მომღერალმა ნინი წიკლაურმა, რომელიც წლებია ამერიკაში ბრუკლინში ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ მასწავლებლობა დაიწყო.
ბრუკლინში სტუდია “ციცინათელა” გაიხსნა, სადაც ნინი ვოკალის მასწავლებლად იმუშავებს. ინფორმაცია მომღერალმა თავად გაავრცელა:
– უნდა გაცნობოთ ჩემი ძალიან სასიხარულო სიახლე ნიუ იორკში, კერძოდ, ბრუკლინში ჩამოყალიბდა სულ ახლად-ახალი და ძალიან მხიარული სტუდია “ციცინათელა”, სადაც შეისწავლება ვოკალი და პლასტიკა, თანამედროვე ცეკვა. ვოკალის კლასს ვუხელმძღვანელებ მე, თქვენი მონა-მორჩილი ნინი წიკლაური. გელოდებით ყველას, პატარებს 2-3 წლიდან და თინეიჯერებს და არა მარტო თინეიჯერებს. მიღება დაწყებულია, იჩქარეთ.