პაულინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია

პაულინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელიაბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი პაულინიო, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე ჩინეთში თამაშობდა, ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია. პაულინიო რამდენიმე დღეში ბარსელონაში ჩაფრინდება და ხუთშაბათს მისი პრეზენტაციაც შედგება.

ცნობილი გახდა, რომ ბარსელონამ ამ ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაიხადა და პაულინიო კატალონიურ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ბარსელონაში თამაში და ის შეეცდება, რომ გულშემატკივარს იმედები არ გაუცრუოს.

პაულინიოს ევროპაში თამაშის გამოცდილება აქვს, ის 2 წლის მანძილზე ლონდონის ტოტენჰემის ღირსებას იცავდა.