პრეზიდენტი არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებს

პრეზიდენტი არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებსსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებს.ამის შესახებ ,,ნიუპოსტს” პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს.

არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგი 27 ივნისს გამართა.

პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება, თუმცა არჩევნების დანიშვნის შესახებ აქტი, აგვისტოს ბოლოს, ანუ 60 დღით ადრე გამოიცემოდა. მარგველაშვილმა მაშინ განმარტა,რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებულია, თუმდაც შარშანდელი გაუგებრობების გამო.

არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.