დღეს საფრანგეთის საფეხბურთო პირველობის პირველ მატჩში პარი სენ ჟერმენმა საკუთარ მოედანზე ამიენი მიიღო და 2:0 დაამარცხა.
ანგარიში 42-ე წუთზე ედინსონ კავანიმ გახსნა, მეორე გოლი კი მე-80-ე წუთზე ხავიერ პასტორემ გაიტანა.
ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია პარიზელთა ახალწვეულს, მსოფლიოს ყველზე ძვირადღირებულ ფეხბურთელ ნეიმარს, რომელიც ბარსელონადან პარიზულ კლუბში 222 მილიონ ევროდ გადავიდა.
– მე მინდა თქვენთან ერთად ყველა ტიტულის მოგება და ამაში ჩემი წვლილის შეტანა,- განაცხადა ნეიმარმა პარკ დე პრენსზე მისი წარდგენისას.

