ქივანჩ თათლითუღი ჰოლივუდში მიდის – რა გაუგებრობა მოხდა თურქ მსახიობსა და ქეით ჰოლმსს შორის

ქივანჩ თათლითუღი ჰოლივუდში მიდის - რა გაუგებრობა მოხდა თურქ მსახიობსა და ქეით ჰოლმსს შორისუახლოეს მომავალში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თურქ მსახიობს ქივანჩ თათლითუღს თავის პირველ ჰოლივუდურ ფილმში გადაიღებენ. მისი პარტნიორი მსახიობი ქეით ჰოლმსი იქნება.

როგორც თურქული მედია იტყობინება, ქეით ჰოლმსმა ახალ პროეტზე საუბრისას, როდესაც შეკითხვა მის თურქ პარტნიორზე დაუსვეს, განაცხადა „მე არ ვიცი, ვინ არის ქივანჩ თათლითუღი“. ეს შესაძლებელიცაა, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჰოლივუდელი მსახიობი თურქული სერიალების ფანი იყოს.

ამ განცხადებამ თათლითუღი გაანაწყენა და ქეით ჰოლმსზე დასმული შეკითხვის პასუხად მანაც ანალოგიურად უპასუხა „ვინ არის ეს?“

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებს შორის გაუგებრობა ჯერ კიდევ გადაღების დაწყებამდე წარმოიშვა, თურქი მსახიობის თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ფაქტი არანაირად არ დააზარალებს თათლითუღის ჰოლივუდურ კარიერას და ის აღნიშნულ პროექტში წარმატებით მიიღებს მონაწილეობას.

ნიუპოსტი