მსახიობ ტომ კრუზის მიერ ფილმის „შეუსრულებელი მისია“ მეექვსე ნაწილის გადაღების დროს მიღებული ტრამვა, საკმაოდ სერიოზულია. მას წვივის სახსრის ორი ძვალი აქვს გატეხილი. ამის შესახებ გაზეთი The Sun წერს. ამის გამო გადაღებები 4 თვით შეჩერდა.
ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო, რომელიც Guardian Wires-ის YouTube-ზე გამოქვეყნდა.
ინციდენტი ლონდონში მოხდა. 55 წლის მსახიობი დამცავი თოკების გამოყენებით ერთი შენობის სახურავიდან მეორეზე გადახტომას ცდილობდა, თუმცა ვერ ნახტომი ვერ გათვალა და ფეხი კედელს მიარტყა.
რეჟისორ კრისტოფერ მაკკუორის ფილმი „შეუსრულებელი მისია 6“ ეკრანებზე 2018 წლის 26 ივლისს უნდა გამოვიდეს.
იმედინიუსი