რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოში გაჩენილ ტყის ხანძრებთან რუსეთის შესაძლო კავშირზე გამოთქმული მოსაზრებებს “არაჯანსაღი ფანტაზია” უწოდა და მისი კომენტირებისაგან თავი შეიკავა.
– ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობელს, რომ სასწრაფოდ მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია. ხოლო მათ არაჯანსაღი ფანტაზიის კომენტირებას, ვინც ბუნებრივ სტიქიას ანტირუსული ინსინუაციებისათვის იყენებს, არ ვაპირებ, – განაცხადა ზახაროვამ.
– ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ ქართული მხარის თხოვნას, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში ხანძრის ჩაქრობაში დავხმარებოდით, ამისთვის გამოვყავით საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი ილ-76, მაგრამ შემდეგ ქართულმა მხარემ, მადლობა გადაგვიხადა და გვაცნობა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებულია და ჩვენი დახმარების აუცილებლობა აღარ არის, – დასძინა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ნიუპოსტი

