სალმა ჰაიეკმა რაიან რეინოლდსსა და ბლეიკ ლაივლის სადილი მოუმზადა

სალმა ჰაიეკმა რაიან რეინოლდსსა და ბლეიკ ლაივლის სადილი მოუმზადამსახიობმა სალმა ჰაიეკმა სადილი მოუმზადა თავის კოლეგებს რაიან რეინოლდსსა და ბლეიკ ლაივლის. ეს ინფორმაცია მან სოციალურ ქსელ ინსტაგრამში საკუთარ გვერდზე განათავსა.
– როდესაც თქვენი მეგობრები სადილზე გეპატიჟებიან, საბოლოოდ მთელი სამუშაოს შესრულება თავად გიწევს, – დაწერა ჰაიეკმა.
ფოტოსურათზე ასახულია ჰაიეკი, რომელსაც ხელში რეინოლდსისა და ლაივლის გოგონა ინესი ჰყავს აყვანილი და ამ დროს მეორე ხელით რაღაცას ამზადებს. უკანა პლანზე კი თავად რეინოლდსი მოჩანს.
ეს ინესის პირველი ფოტოა 2016 წლის დეკემბრის შემდეგ. მაშინ ის ჰოლივუდის დიდების ხეივანში მამისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. მაშინ გოგონა ორი თვის იყო.

რეინოლდსსა და ლაივლის ასევე ორი წლის გოგონა ჯეიმსი ჰყავთ.
ჰაიეკი და რეინოლდსი ერთად არიან გადაღებული ფილმში “ქილერის პირადი მცველი” (2017 წელი).