ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონიალზე საქართველოს წარმდგენი ფილმი ანა ურუშაძის ფილმი გახდა. ამის შესახებ On.ge წერს.
გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს რეჟისორების, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინო კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ცხრაკაციანმა ჟიურიმ მიიღო.
იქნება თუ არა ფილმი წარდგენილი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, ეს 2018 წლის 23 იანვარს, ნომინანტთა საბოლოო სიის გამოცხადების გაირკვევა.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.
იმედინიუსი