დღეს დაიწყო ევროპის პირველობა კალათბურთში.
საქართველოს ნაკრები, რომელიც ბ ჯგუფში ასპარეზობს, ისრაელში ლიტვას შეხვდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი ლიტველებმა 39:34 მოიგეს.
გადამწყვეტი გამოდგა მატჩის მესამე მეოთხედი, რომელიც საქართველომ 25:18 მოიგო და დაწინაურდა 59:57.
ბოლო მეოთხედი ფრედ 20:20 დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველი მატჩი 79:77 მოიგო.
დღესვე ჩვენს ჯგუფში გერმანიამ უკრაინას 75:63 მოუგო.

