გუშინ, 23 აგვისტოს, აკროპოლისის თასზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მასპინძელი 72-71 დაამარცხა.
ათენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდმა ბერძნები დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ქულის სხვაობით დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელებმა მატჩი არადამაჯერებლად დაიწყეს და პირველი მეოთხედი ათი ქულით წააგეს, თუმცა დარჩენილ დროში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ილიას ზუროსის გუნდმა მეოთხედიდან მეოთხედამდე თამაშის ხარისხი გააუმჯობესა და შედეგად ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩში გადამწყვეტი გამოდგა, ბოლო წამებზე გიორგი ცინცაძის მიერ ნასროლი სამქულიანი.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც საკუთარ აქტივში 23 ქულა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ეს შეხვედრა გუნდის კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გარეშე ჩაატარა, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ამის გამო არის შესაძლებლობა იმისა, რომ მან ევრობასკეტიც გამოტოვოს.
მომდევნო შეხვედრას ილიას ზუროსის შეგირდები სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
პირველი

