შინეიდ ო’კონორი საავადმყოფოში მოათავსეს

შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში მოათავსესირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი საავადმყოფოში მოათავსეს. ამის მიზეზი რამდენიმე დღის წინ მის მიერ გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც მუსიკოსი დეპრესიაზე და თვითმკვლელობის სურვილზე საუბრობდა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 50 წლის ო’კონორი ამ დროისთვის ნიუ-ჯერსის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოშია. ვიდეოს გავრცელების შემდეგ სასტუმროსთან, სადაც მომღერალი ცხოვრობს, მისი თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ და დახმარება შესთავაზეს.

შინეიდ ო’კონორს 10-ზე მეტი ალბომი აქვს გამოცემული. მსოფლიო აღიარება მას სიმღერამ Nothing Compares 2 U მოუტანა. მომღერალს 4 ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს.

იმედინიუსი