შსს: მთაწმინდაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს 

შსს: მთაწმინდაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს – მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით ადგილზე 70-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია ავრცელებს. მისი თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს.

– მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა.

რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება, – აცხადებს თეა პერტაია.