პანკისიდან სირიაში გადასახლებული ტოხოსაშვილების ოჯახის ექვსივე წევრი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ხეობაში დღეს დილით გავრცელდა.
დაღუპულების ახლობლები ამ წუთებში სამძიმარს იღებენ.
ადგილობრივების თქმით, ლევან ტოხოსაშვილი და მისი ოჯახი დაბომბვას ემსხვერპლა.
ლევან ტოხოსაშვილი სოფელ ომალოს მკვიდრი იყო, თუმცა ბოლო ორი წელი, მეუღლესა და შვილებთან ერთად, სირიაში ცხოვრობდა.
ეს პანკისის ხეობიდან სირიაში წასულთა გარდაცვალების უკვე 26-ე შემთხვევაა.
პირველი

