18 წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პლანეტის საუკეთესო გოგონად დაასახელეს.
წელს მისთვის უმნიშვნელოვანესი წელია, რადგან პარიზისა და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ, იგი “ვიქტორია სეკრეტის” ახალი შოუსთვის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს. ნიუ-იორკში “ვიქტორია სეკრეტის” წარმომადგენლები მოდელებიდან საუკეთესოებს არჩევენ. მოხვდება თუ არა ქართველი მოდელი წელს “ვიქტორის სეკრეტის” რჩეულებში, 23 აგვისტოს გახდება ცნობილი.
მანამდე კი თაკო პლანეტის საუკეთესო გოგონად რუსულმა გამოცემამ ბაზაარ.რუ-მ დაასახელა. მსოფლიოს 15 უცხოელ მოდელს შორის ერთ-ერთი ქართველია.