თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის ქასტინგების ფინალურ ტურში გადავიდა

თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის ქასტინგების ფინალურ ტურში გადავიდაქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის ქასტინგების ფინალურ ტურში გადავიდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფეისბუკგვერდი FashionHolics Online ავრცელებს და თან შესაბამის სქრინს ურთავს.

ჯამში შოუს ქასტინგების დროს უნდა ნახონ 300 გოგო, საიდანაც დაახლოებით 20-25 უნდა შეირჩეს. 20-21 აგვისტოს კი იმ გოგონებს დაურეკავენ, რომლებიც შოუზე დაამტკიცეს. VS-ის ქასტინგზე ქართველი მოდელი შარშანაც გავიდა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. იმედია, თაკოს წელს გაუმართლებს და შოუში ვიხილავთ,

ფინალური ქასტინგი სავარაუდოდ ორშაბათს იქნება.

ნიუპოსტი