თათა ჯაში გიორგი ბარნაბიშვილზე გათხოვდა

თათა ჯაში გიორგი ბარნაბიშვილზე გათხოვდასაბალეტო დასის ბალერინა და პროექტის “შენ შეგიძლია ცეკვა” მონაწილე თათა ჯაში გათხოვდა. მისი რჩეული ტელეკომპანია “იმედის” დიზაინერი გიორგი ბარნაბიშვილია. საქორწილო ვიდეო ბალერინამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
თათას ხელი და გული საყვარელმა მამაკაცმა ქოლდფლეის კონცერტზე, მსმენელით სავსე სტადიონზე სთხოვა და მისგან დადებითი პასუხი მიიღო. ნიშნობის ბეჭდის დანახვაზე კი ბალერინამ სიხარულისგან იტირა.
თათას და გიორგის გაბედნიერება უამრავმა ადამიანმა მიულოცა. მათ საქორწილო ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს.