“თავს გაგიცხრილავ…. “- ბათუმის ლეიბორისტი ჯელალ ქიქავა დეპუტატ მუხრან ვახტანგაძეს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს

"თავს გაგიცხრილავ.... "- ბათუმის ლეიბორისტი ჯელალ ქიქავა დეპუტატ მუხრან ვახტანგაძეს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებსლეიბორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი, ჯელალ ქიქავა, პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს.

ჯელალ ქიქავა აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებები გამო, მას მმართველი პოლირიკური პარტიის წარმომადგენელი დაუკავშირდა და დაემუქრა.

ქიქავა დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

– 12 საათისთვის შემეხმიანა და განმიცხადა, რომ ის არის მუხრან ვახტანგაძე, უნდა ჩემთან შეხვედრა და რაღაც ქურდული გარჩევის საკითხებია. მან განაცხადა, რომ ის პოლიტიკოსი არ არის და რადგან საქართველოს პარლამენტის წევრი პოლიტიკოსი არ არის, ესე იგი იმას ქურდული მენტალიტეტი აქვს და ქურდულად უნდა ჩემთან საქმის გარჩევა. მე ვარ ბათუმის მერობის კანდიდატი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის პროვოკაცია. ის არის მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონია, მე არ ვარ ფიზიკურად ძლიერი, მე ერთადერთი რაც შემიძლია, მაქვს გაფორმებული თოფი, გამოვიღო და ორივე მოვწყვიტო ორივე ფეხი, – აცხადებს ქიქავა.

ბრალდებებს უარყოფს დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე. მისი თქმით, სატელეფონო ზარი, რომელიც მისგან ქიქავასთან განხორციელდა, მუქარის შემცველი არ ყოფილა.

– მუქარა არ ყოფილა, ვუთხარი შევხვდეთ ერთმანეთს, ბათუმელები ვართ ორივე, აქ პოლიტიკა გამოვრიცხოთ და თუ რამე დანაშაული მიმიძღვის, არ გავრბივარ, აქ ვარ-თქო. შეურაცხყოფას რატომ მაყენებ, ცილს რატომ მწამებთქო. შევხვდეთ როგორც მეგობრები, როგორც ბათუმელები ისე, ეს იყო მეტი არაფერი, – აცხადებს „კურიერთან“ საუბრისას ვახტანგაძე.

ბათუმის მერობის კანდიდატი უკვე დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მონხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა ლეიბირისტული პარტიის ლიდერმა. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ “ხელისუფლებამ საარჩევნო ტერორი უკვე დაიწყო”.

– პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ცნობილი ზონდერი, მუხრან ვახტანგაძე ფიზიკური ანგარიშსწორებით, ტერორით ემუქრება ბათუმში ყველაზე რეიტინგული მერობის კანდიდატს ლეიბორისტული პარტიიდან, ბატონ ჯელალ ქიქავას. მე ახლა ვთხოვ ივანიშვილის კანტორად ქცეულ გენერალურ პროკურატურას, სასწრაფოდ, ფაქტზე აღძარით საქმე და დააკავეთ მოძალადე დეპუტატი. მე მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კობახიძეს, თუ უნდა მას, რომ ისტორიაში შევიდეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ღირსეული ხელმძღვანელის სახელით, 24 საათში დააწერინე განცხადება პარლამენტის დატოვებაზე ამ მოძალადე ზონდერს, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნიუპოსტი