თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. “პირველს” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა.
“ქავთარაძის ქუჩაზე, საშინელი აფეთქების ხმა იყო. კვამლია ძალიან დიდი და სახანძროებიც ადგილზე მიდიან. რა მოხდა, ვერ ვარკვევთ. აფეთქების ხმა ისეთი ძლიერი იყო, ჩვენი შენობაც კი შეზანზარდა”, – წერს სოციალურ ქსელში სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელი ეკა ვეფხვაძე.
პირველი

