მომღერალმა თემო საჯაიამ გასული სატელევიზიო სეზონი ტელეწამყვანის ამპლუაში ტელეკომპანია “იბერიაზე” გაატარა. მომღერალს შუადღისას გადაცემა “3-დან 5-მდე” მიჰყავდა. როგორც თემომ განაცხადა, გადაცემა დაიხურა და ახლა მომღერალი სხვა ტელეკომპანიებიდან ახალი წინადადებების მოლოდინშია.
თემო საჯაია:
– მოგახსენებთ რომ ტელეკომპანია “იბერიაზე” დასრულდა ჩემი მოღვაწეობა და სექტემბრიდან ჩვენი შუადღე “3-დან 5-მდე” ეთერში აღარ გავა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს, ერთად ძალიან საინტერესო ერთი წელი გავატარეთ და უამრავი საინტერესო გადაცემა გავაკეთეთ. ტელეკომპანია “იბერიას” კი ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს. სიამოვნებით განვიხილავდი სხვა ტელეკომპანიაში გადასვლის ვარიანტებს.