უსმან დემბელე ”ბარსელონაში” გადავიდა – მისი წარდგენა ”კამპ ნოუზე” 27 აგვისტოს შედგება – ვიდეო

უსმან დემბელე ”ბარსელონაში” გადავიდა - მისი წარდგენა ”კამპ ნოუზე” 27 აგვისტოს შედგება - ვიდეოუსმან დემბელე ნეიმარის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. “ბარსელონამ” “დორტმუნდთან” ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია და 20 წლის ფრანგი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

105 მილიონს “ბორუსია” ახლავე მიიღებს, დანარჩენი თანხა კი მომდევნო წლების განმავლობაში ბონუსების სახით დაერიცხება. დემბელემ “ბარსასთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ოფიციალური პრეზენტაცია ”კამპ ნოუზე” 27 აგვისტოს შედგება. ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელის “ბარსელონას” შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრას კი, სავარაუდოდ,  9 სექტემბერს, “ესპანიოლთან” შედგება.

იმედინიუსი