უსმან დემბელე ბარსელონას მიუახლოვდა

უსმან დემბელე ბარსელონას მიუახლოვდადორტმუნდის ბორუსიის ახალგაზრდა ფორვარდი უსმან დემბელე ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს არის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბორუსია მზად არის 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ დემბელეს შეელიოს, ხოლო თვითონ ფეხბურთელს კი ბარსელონაში თამაშის დიდი სურვილი აქვს.

დემბელემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბარსელონაში თამაში მისი ოცნებაა და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ გუნდის მაისური მოირგოს. დემბელეს გარდა კატალონიური კლუბი ფილიპე კოუტინიოს ყიდვასაც აპირებს, თუმცა ეს ტრანსფერი ჯერჯერობით ჭიანურდება. ბარსელონამ უკვე შეიძინა ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიო.