უსმან დემბელეს პრეზენტაცია შედგა

უსმან დემბელეს პრეზენტაცია შედგაბარსელონას ახალწვეულის უსმან დემბელეს ოფიციალური პრეზენტაცია ორშაბათს შედგა. დემბელემ კონტრაქტს ხელი მოაწერა და გულშემატკივრების წინაშე წარსდგა. პრეზენტაციის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კომენტარიც გააკეთა.

” ბარსელონაში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ეხლა ეს ოცნება რეალობად იქცა. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, რომ მალე გამოვიდე მოედანზე და ჩემზე დამყარებული იმედები გავამართლო”– განაცხადა დემბელემ.

უსმან დემბელეს ტრანსფერში ბარსელონამ 105 მილიონი ევრო გადაიხადა. ბორუსიამ დიდხანს აწვალა ბარსელონა, მაგრამ საბოლოოდ ეს ტრანსფერი მაინც შედგა. დემბელე 11 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.