ვიქტორ ვალდესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ვიქტორ ვალდესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულაბარსელონას ყოფილმა ვიქტორ ვალდესმა საფეხბურთო კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა. ვალდესის ბოლო გუნდი ინგლისური მიდლსბორო იყო, სადაც ვალდესმა ერთი სეზონი გაატარა. ვალდესმა არ ისაუბრა იმ მიზეზებზე რის გამოც მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ის ტელევიზიაში დაიწყებს მუშაობას საფეხბურთო ექსპერტად.

ვალდესმა კარიერის დიდი ნაწილი ბარსელონაში გაატარა, რომლის კარსაც ის 10 წლის მანძილზე იცავდა და ბარსელონას შემადგენლობაში მან უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის სამჯერ ჩემპიონთა ლიგა. ბარსელონას დატოვების შემდეგ ვალდესმა ფეხი ვერცერთ კლუბში ვერ მოიკიდა.