ზაზა ფაჩულიამ თბილისში NBA–ს ჩემპიონის თასი ჩამოიტანა

ზაზა ფაჩულიამ თბილისში NBA–ს ჩემპიონის თასი ჩამოიტანაNBA–ს პირველი ქართველი ჩემპიონი ზაზა ფაჩულია თბილისში ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა, სადაც მას გულშემატკივრები დახვდნენ. ზაზა ფაჩულიამ ლარი ობრაიანის სახელობის ჩემპიონის თასი ჩამოიტანა, რომელიც მისმა გუნდმა Golden State Warriors-მა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში Cleveland Cavaliers-ის დამარცხებით მოიპოვა.