ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია თვითონ ზლატანმა დაადასტურა. იბრა მანჩესტერთან ახალ, ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მანჩესტერელების მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ზლატანი მის გუნდს კიდევ ბევრ სარგებელს მოუტანს მომავალში და მისი დარჩენა გუნდზე კარგად იმოქმედებს.
ამჟამად იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია და ის სავარაუდოდ დეკემბერში დაბრუნდება მინდორზე, მანამდე კი ზლატანს ტრიბუნიდან მოუწევს თავისი გუნდის თამაშებისთვის ცქერა.

