აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ 4,5 მილიონზე მეტი შემოწირულობა მიიღო – ეს მთლიანი შემოწირულობების 93%-ია

აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ 4,5 მილიონზე მეტი შემოწირულობა მიიღო - ეს მთლიანი შემოწირულობების 93%-იამმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ აგვისტოში 4.5 მილიონის შემოწირულობა მიიღო, რაც მთლიანი შემოწირულობების 93%-ია.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულ საქართველოს“ ერიცხება, რომელსაც 287.439 ლარი შესწირეს.

9.769 ლარი შეადგინა ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულებამ.

ნაციონალურ მოძრაობას 5.330 ლარი შესწირეს.

შემოწირულებების სრული მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

ქართული ოცნება – 4.555.993 ლარი

ევროპული საქართველო – 287.439 ლარი

ალექსანდრე ელისაშვილის ფონდი – 9.769 ლარი

გირჩი – 7.000 ლარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 5.330 ლარი

ეროვნული ფორუმი – 2.415 ლარი

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 1.112 ლარი

საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია – 136 ლარი

რესპუბლიკური პარტია – 20 ლარი

„ოცნების“ შემომწირველები არიან როგორც კერძო კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები.

ნიუპოსტი