ლონდონის ჩელსის ესპანელმა ახალწვეულმა ალვარო მორატამ ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ ტურნირის მოგება ისევ სურს. მორატას აზრით ჩელსის ამის გაკეთება შეუძლია.
” რეალში და იუვენტუსში ყოფნის დროს ჩემი გუნდი ყოველთვის გადიოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამის გაკეთება ჩელსისთან ერთადაც შემიძლია. ვფიქრობ, ლიგის მოგების კარგი შანსები გვაქვს, რადგან ჩელსის ბევრი ძლიერი ფეხბურთელი და კარგი მწვრთნელი ჰყავს”– განაცხადა მორატამ.
ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ჩელსიმ საკუთარ მოედანზე ყარაბაღი 6:0 დაამარცხა.

