აშშ შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. სასაზღვრო პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით და მოითხოვს რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანას.
ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც მოეწერა ხელი ამერიკა-საქართველოს სამუშაო ჯგუფის ვაშინგტონში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ. თავდაცვის და უშიშროების საკითხებში მომუშვე ეს ჯგუფი შექმნილია “სტრატეგიული დიალოგის კომისიის” ფარგლებში.
– აშშ გამოხატავს შეშფოთებას ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების გაგრელებასთან და გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სამუშაო ჯგუფის შეხვერდა გაიმართა 8 სექტემბერს. მისმა მონაწილეებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, “კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს სამხედროები საქართველოს კუთვნილი ტერიტორიებიდან -აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან/ცხინვალიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების საფუძველზე”.
– აშშ ხაზს უსვამს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, – ნათქვამია საერთო განცხადებაში.

