ანტუან გრიზმანი მანჩესტერ იუნაიტედში მაინც გადავა

ანტუან გრიზმანი მანჩესტერ იუნაიტედში მაინც გადავამადრიდის ატლეტიკოს ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი მანჩესტერ იუნაიტედს სავარაუდოდ იანვარში შეუერთდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გრიზმანი თანახმაა, რომ კარიერა ინგლისში გააგრძელოს და მხოლოდ გუნდებს შორის შეთანხმების მიღწევაა დარჩენილი იმისთვის, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდეს.

მანჩესტერი სავარაუდოდ 90 მილიონ ევროს გადაიხდის, რადგან ამაზე ნაკლებად ატლეტიკო თავის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს არ დათმობს. ნიშანდობლივია რომ 7 ნომერი მანჩესტერ იუნაიტედში თავისუფალია და სავარაუდოდ სწორედ ამ ნომრით ითამაშებს გრიზმანი თავის ახალ გუნდში.