ავაკოვმა სააკაშვილი პოლიციაში გამოიძახა

ავაკოვმა სააკაშვილი პოლიციაში გამოიძახაუკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც 10 სექტემბერს „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, საბაჟო კონტროლის გასავლელად გამოცხადდეს.

– ყველა, ვინც გუშინ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან უნდა გამოცხადდეს, რათა საბაჟო კონტროლის გაფორმების პროცედურა გაიარონ. გარკვეული რაოდენობის ხალხმა ეს უკვე გააკეთა, მათ შორის ჟურნალისტებმა და უცხოელებმა, რომლებიც მიხვდნენ, როგორ ვითარებაში აღმოჩნდნენ, – განაცხადა ავაკოვმა.

სასაზღვრო სამსახურის უფროსის, პეტრო ციგიკალის განცხადებით, 11 სექტმებერს საბაჟო კონტროლის გასავლელად 6 ადამიანი გამოცხადდა.

– ეროვნულმა პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 204-ე მუხლის შესაბამისად და მოვითხოვთ, რომ აქციის მონაწილე ყველა პირი მივიდეს პოლიციაში ჩვენების მისაცემად. კარგი იქნება, თუ ამას თავად გააკეთებენ. თუ არ გამოცხადდებიან, ყველა მონაწილეს უკვე დღეიდან გაეგზავნება შესაბამისი მოთხოვნა. გუშინდელ მოვლენებს გენპროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს, – განაცხადა ავაკოვმა.

ადმინისტრაციული კოდექსის 204-ე მუხლი ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება უკრაინაში ჩასულ უცხოელებზე ან მოქალაქეების არმქონე პირებზე.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად სააკაშვილმა მისი გადაკვეთა მაინც შეძლო.

“შეგინის” სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად ლვოვში ჩავიდა.

ნიუპოსტი