ბაიერნმა ანჩელოტი დაითხოვა

ბაიერნმა ანჩელოტი დაითხოვამიუნხენის “ბაიერნმა” გადაწყვიტა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლოს იტალიელი კარლო ანჩელოტი.  გერმანიის ჩემპიონმა ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობის საგანგებო კრებაზე მიიღო.

“ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში 0:3 წააგო “პარი სენ-ჟერმენთან”. 58 წლის სპეციალისტი მიუნხენურ კლუბთან 2016 წლის ზაფხულიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით “ბაიერნმა” მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და ორჯერ – გერმანიის სუპერთასი.

ვარაუდობენ, რომ ანჩელოტის დროებით მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვლის მისი ასისტენტი, ფრანგი ვილი სანიოლი. ადრე გერმანულ პრესაში დაიწერა, რომ ანჩელოტის სავარაუდო შემცვლელად განიხილება “ჰოფენჰაიმის” დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი.