,,ქრონიკა+“-ის რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, ბათუმში ,,ედინაია როსიას“ თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არშბა იმყოფებოდა და მას ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.
– პუტინის მარჯვენა ხელი და ფრაქცია”ედინნაია რასსიას”თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არშბა ბათუმში ჩავიდა და მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.
ოკუპაციის კანონი გააუქმეთ და არ გვიმხელთ ?! – წერს ელისო კილაძე.
– მე მინდა ავღნიშნო ამ ოჯახის პატრიოტიზმი, ვინაიდან ისინი არიან პიონერები , რომლებმაც ბათუმში დაიწყეს ინვესტიციების ჩადობა, – ეს განცხადება ექსპრემიერმა ღარიბაშვილმა 2015 წელს ბათუმში სასტუმრო კოლიზეუმის გახსნისას გააკეთა.
ინვესტორი და პატრიოტი, რომელზეც საქართველოს პრემიერ მინისტრი საუბრობდა, 2008 წელს რუსეთის დუმაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა, არშბა ასევე მიიჩნევს რომ საქართველოს ტერიტორიების 20 % ოკუპაცია არის სამართლიანი.
სოხუმში დაბადებულმა და ბათუმში გაზრდილმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა ოთარ არშბამ, რამდენიმე წლის წინ, ქართველი მილიარდერების ათეულში, 2,5 მილიარდიანი ქონებით, მეცხრე პოზიცია დაიკავა. რუსული ”ფორბსის” თანახმად კი მისი ქონება წელს 360 მილიონ რუბლს აღემატება.
ოთარ, იგივე თენგიზ არშბა მოსკოვში ცხოვრობს. ის რუსეთის დუმის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატია.
როგორც მის დეკლარაციაშია აღნიშნული, ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს საქართველოსა და რუსეთში, აქვს ოთხი ფეშენებელური სახლი მოსკოვში, ორი კერძო სახლი კი საქართველოში, ჰყავს პირადი დაცვა, რამდენიმე ძვირადღირებული ავტომანქანა, არის დაახლოებით 10-მდე მსხვილი კომპანიისა და რამდენიმე მედიასაშუალების აქციების მფლობელი, მათ შორის ტელეკომპანია ”ტვ მოსტის” 50%-ის.

