ლონდონის ჩელსის ფორვარდი დიეგო კოსტა ლონდონში დაბრუნდა და ის ჩელსის მეორე გუნდთან ერთად ივარჯიშებს. კოსტამ სამი თვე ბრაზილიაში გაატარა და თავდაპირველად მას ლონდონში დაბრუნება არ სურდა, მაგრამ საბოლოოდ ის დათანხმდა ჩელსის დუბლებთან ერთად ვარჯიშს.
ყველასთვის ცნობილია, რომ იანვარში კოსტა ჩელსის დატოვებს და თავის ყოფილ გუნდს მადრიდის ატლეტიკოს შეურთდება, სადაც ის ჩელსიმდე თამაშობდა. დიეგომ ჩელსის დატოვება ანტონიო კონტესთან კონფლიქტის გამო გადაწყვიტა და სავარაუდოდ ის ჩელსის მაისურით მოედანზე აღარ გამოვა.

