ედენ აზარი საფრანგეთში დაბრუნებას არ გამორიცხავს

ედენ აზარი საფრანგეთში დაბრუნებას არ გამორიცხავსჩელსის ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი საფრანგეთში დაბრუნებას არ გამორიცხავს. აზარის თქმით, ის ჩელსიში ბედნიერია, მაგრამ თუ მან საფრანგეთში თამაში გადაწყვიტა, ის მხოლოდ ყოფილი გუნდის ლილის ღირსებას დაიცავს.

” ჩელსიდან წასვლაზე არ ვფიქრობ, რადგან აქ ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ ბედნიერი ვიყო. ერთადერთი ფრანგული გუნდი სადაც შესაძლოა ვითამაშო ლილია, რადგან ამ კლუბთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს”– განაცხადა აზარმა.

ჩელსიში გადასვლამდე აზარი სწორედ ლილის ღირსებას იცავდა და ამ გუნდში მან უამრავი შეხვედრა ჩაატარა. ჩელსიში ედენ აზარი 2012 წელს გადავიდა და მას შემდეგ ის ლონდონელების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა.