პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ლიონი დაამარცხა 2:0 და ამ შეხვედრაში ყველას ყურადღება ერთმა ეპიზოდმა მიიპყრო, როდესაც ედისონ კავანიმ ნეიმარს პენალტი არ დაარტყმევინა.
ბრაზილიელ ფორვარდს თვითონ სურდა თერთმეტმეტრიანი შეესრულებინა, მაგრამ კავანიმ მას უარი უთხრა და საბოლოოდ ედისონმა პენალტის გატანა ვერ შეძლო. პარიზში უკვე საუბრობენ იმაზე რომ ნეიმარს და კავანის კონფლიქტი აქვთ, რადგან კავანიმ თავის თანაგუნდელს ტულუზასთან შეხვედრაშიც არ მისცა პენალტის დარტყმის საშუალება.
ამ საკითხზე კომენტარი პსჟ-ს მწვრთნელმა უნაი ემერიმაც გააკეთა და თქვა, რომ ის ამ თემაზე ორივე ფეხბურთელს დაელაპარაკება.

