ერნესტო ვალვერდემ დემბელეს ტრავმაზე ისაუბრა

ერნესტო ვალვერდემ დემბელეს ტრავმაზე ისაუბრაბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ უსმან დემბელეს ტრავმაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა მართებდა.

”დემბელეს უნდა გავეფრთხილებინეთ თუ ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და გამოცდილება აკლია. დროთა განმავლობაში ის ყველაფერს ისწავლის მანამდე კი მინდა მას გამოჯანმრთელება ვუსურვო”– განაცხადა ვალვერდემ.

დემბელემ ტრავმა ხეტაფესთან თამაშის დროს მიიღო და როგორც შემდეგ გახდა ცნობილი მას ტრავმა მატჩის დაწყებამდეც აწუხებდა. დემბელე მოედანზე სავარაუდოდ იანვარში დაბრუნდება.