ესტებან კამბიასომ კარიერა დაასრულა

ესტებან კამბიასომ კარიერა დაასრულაესტებან კამბიასომ კარიერა დაასრულა37 წლის ვეტერანმა არგენტინელმა ესტებან კამბიასომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. კამბიასოს ბოლო გუნდი ბერძნული ოლიმპიაკოსი იყო, სადაც კამბიასო ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა, თუმცა არგენტინელის თქმით დასასრულის დრო მოვიდა.

კამბიასოს კარიერის მანძილზე უამრავ ცნობილ გუნდში აქვს ნათამაშები. მათ შორის შეგვიძლია გამოვყოთ, მადრიდის რეალი და ინტერი. ინტერში კამბიასომ 10 წელიწადი გაატარა და 2010 წელს, მან ჩემპიონთა ლიგაც მოიგო თავის გუნდთან ერთად.

2014 წელს კამბიასო ინგლისურ ლესტერში გადავიდა, სადაც ასევე კარგად იასპარეზა. არგენტინის ნაკრებში ესტებან კამბიასომ 52 შეხვედრა ჩაატარა.