ევრობასკეტი 2017 – საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდა

ევრობასკეტი 2017 - საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდასაქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2017-ის მიღმა დარჩა. უკრაინამ ისრაელი დიდი სხვაობით დაამარცხა და ფლეიოფში გავიდა.

დღეს ქართველები იტალიას დაუპირისპირდნენ, დაძაბულ ბრძოლაში საქართველო 2 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფური ეტაპის ხუთი მატჩის ფარგლებში ლიტვისა და ისრაელის დამარცხება შეძლეს, ხოლო გერმანიასთან, უკრაინასთან და იტალიასთან დამარცხდნენ.