მადრიდის რეალის უელსელმა ფესხბურთელმა გარეტ ბეილმა თავის ტრავმებზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ხშირად უწევდა ტკივილგამაყუჩებლის მიღება, იმისთვის რომ მოედანზე გამოსულიყო. ბეილის თქმით მან შეცდომა დაუშვა, რომ ტრავმა ბოლომდე არ მოიშუშა და მოედანს დროზე ადრე დაუბრუნდა.
” როდესაც ჩემი თანაგუნდელები თამაშობდნენ ძალიან მინდოდა მათთან ერთად ვყოფილიყავი, ამიტომ ტრავმა ბოლომდე არ მოვიშუშე, რასაც ეხლა ვნანობ. მინდა რეალისთვის მაქსიმუმი გავაკეთო და იმედია ტრავმები ამაში ხელს არ შემიშლიან”– განაცხადა გარეტ ბეილმა.
ბეილი რეალის ღირსებას 2013 წლიდან იცავს, როდესაც მადრიდულმა კლუბმა მის ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადა.

