„ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა.
შეკრებას პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, სხვა ლიდერებიც ესწრებიან.
კანდიდატთა უმრავლესობა მოქმედი გამგებელია. მათგან მხოლოდ სამია ახალი სახე – ფოთის მერობის კანდიდატი, ბიზნესმენი გოჩა კურდღელია, სენაკის მერობის კანდიდატი ლევან კუპრეიშვილი. აბაშის მერობისთვის კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ხოშტარია იბრძოლებს.
მმართველი გუნდის სხვა კანდიდატები არიან:
ზუგდიდი – ლაშა გოგია
მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი
წალენჯიხა – ბესიკ ფარცვანია
ჩხოროწყუ – დავით გოგუა
მარტვილი – ალექსანდრე გრიგალავა
ხობი – გოჩა ქაჯაია
აბაშა – ლევან მაკალათია
მერობის კანდიდატების წარდგენა საქართველოს ჰიმნით დასრულდა, რომელიც მომღერალმა ანრი ჯოხაძემ შეასრულა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
ლაივპრეს.გე