გურამ შეროზია – ,,დღეს ჩემს უახლოეს მეგობარს ვემშვიდობები, სამუდამოდ… ბოლოჯერ ვიქნებით ერთად“

გურამ შეროზია -  ,,დღეს ჩემს უახლოეს მეგობარს ვემშვიდობები, სამუდამოდ... ბოლოჯერ ვიქნებით ერთად“ბლოგერი გურამ შეროზია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, თუ როგორ ემშვიდობება თავის სტაჟიან მეგობარს:

,,დღეს ბოლო დღეა, არ მეგონა, ასე მალე თუ დადგებოდა.

ისე ველოდი, როგორც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, მეშინოდა, მწყინდა…. დღეს ჩემს ერთერთ უახლოეს და ყველაზე სტაჟიან მეგობარს ვემშვიდობები, სამუდამოდ.

ღამის 12-მდე ბევრს დავლევ, ცოტას ვიტირებ, ყველაფერს გავიხსენებ, რაც ერთად გადაგვხდენია და ბოლოჯერ, სულ ბოლოჯერ ვიქნებით ერთად!

ხვალ პირველი, უფრო ჯანმრთელი და იმედია, არც ისე მძიმე დღე გათენდება, უსიგარეტოდ!“