საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლიტვასთან შეხვედრა შეაფასეს.
ილიას ზუროსი: “ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოვუგეთ. გიორგი ცინცაძის ტრავმის გამო დისქსონს სხვა პოზიციაზე მოუწია თამაში. შეხვედრაში ყველა ბოლომდე დაიხარჯა. კარგი ვიყავით დაცვაშიც და თავდასხმაშიც, თუმცა ეს გამარჯვება არაფერს ნიშნავს, რადგან ჯერ მხოლოდ ტურნირის დასაწყისია. ახლა გერმანიასთან მატჩზე ვართ ფოკუსირებული, რომელიც ასევე ძალიან ძლიერი გუნდია. რაც შეეხება ტრავმებს; უკვე შიძლება იმის თქმა, რომ ბითაძე მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს, დიდია ალბათობა იმისა, რომ კიდევ რამდენიმე მატჩში ვერ ითამაშოს. ცინცაძის ტრავმის სიმძიმე და მომავალი ხვალ გაირკვევა. ლიტვასთან დაპირისპირებაში თავად ნახეთ თორნიკე შენგელიას და გიორგი შერმადინის თამაშის ხარისხი. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, მას ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა აკლია, თუმცა ის მოედანზე მთელი გულით გამოვიდა”.
თორნიკე შენგელია: “რთული თამაში იყო. რამდენჯერმე ჩამოვრჩებოდით ანგარიშში ჩვენს მეტოქეს, თუმცა გამოვიჩინეთ ბრძოლისუნარიანობა და დიდი ნაბიჯი გადავდგით ევრობასკეტზე. მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდით. ვიცით, რომ კალათბურთში თამაში ბოლო წამამდე გრძელდება”.
ქართველმა კალათბურთელებმა ლიტვის ეროვნული ნაკრები გუშინ დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 79:77 დაამარცხეს.
პირველი

