იტალიელი ფიტნეს ინსტრუქტორი, 40 წლის ლაურა მესი, საკუთარ თავზე დაქორწინდა.
მისი თქმით, იდეა 38 წლის ასაკში, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ მეგობარ მამაკაცს დაშორდა.
ქორწილში ლაურას თეთრი კაბა ეცვა, სტუმრებიც ჰყავდა და სამსართულიანი ტორტიც ჰქონდა. მართალია საქორწილო რიტუალს იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ მისი ჟესტი სოლოგამიის მხარდაჭერად აღიარეს.
სოლოგამები საკუთარი თავის სიყვარულს აღიარებენ.
ნიუპოსტი